მომზადება: დაჭერით კარტოფილი მრგვალ, თხელ ნაჭრებად, ხახვი ალყა-ალყა. მაიონეზში აურიეთ მარილი და პილპილი. ღუმელის ლითონის ფირფიტაზე მოათავსეთ 1 ფენა კარტოფილი, მეორე ფენა ხორცის ფარში, მოასხით მაიონეზი, დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი, მოასხით კვლავ მაიონეზი. შედგით გახურებულ ღუმელში 30-40 წუთი. ღუმელის გამორთვამდე 10 წუთით ადრე, მოაყარეთ გახეხილი ყველი.