მომზადება:ფქვილი და მარგარინი ხელით ასრისეთ. დაუმატეთ წყალი, ძმარი და მოზილეთ ცომი. შეფუთეთ ცომი ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.ცომი გაყავით 20 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული 24 სმ დიამეტრის წრე. ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით და აცხვეთ თითეული ფირფიტა 200 გრადუსზე 1-2 წუთი. კრემისთვის ერთმანეთში აურიეთ კვერცხი, დარბილებული პლომბირი, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი. ცალკე ქვაბში რძე მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ დანარჩენი, შერეული ინგრედიენტები, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე კრემი, თან ინტენსიურად ურიეთ. მიიყვანეთ კრემი გასქელებამდე და ადუღებამდე. მაგრამ არ აადუღოთ. გააცივეთ კრემი.შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. მზა კრემი წაუსვით გამომგცვარ და გაცივებულ ფირფიტებს.1 ფირფიტა დაიტოვეთ მოსართავად, დაამტვრიეთ, შემდეგ დაფშვენით და მოაყარეთ ტორტს. იიმისათვის, რომ ფიფრიტებს კრემი კარგად გაუჯდეს, გააჩერეთ ნაპოლეონი მაცივარში მთელი ღამით.