მომზადება:მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი კანიანად. გააგრილეთ და გაფცქვენით. ხახვი დაჭერით წვრილად და შეურიეთ თევზის კონსერვი. პირველი ფენა სასალათეში მსხვიად გახეხილი კარტოფილი იქნება. წაუსვით მაიონეზი.მეორე ფენა - მსხვილად გახეხილი სტაფილო. წუასვით მაიონეზი.მესამე ფენა - თევზის კონსერვში არეული ხახვი (კონსერვის მაგივრად შეგიძლიათ მოხარშული ქათმის ფილე გამოიყენოთ). წაუსვით მაიონეზი.მეოთხე ფენა - წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა.კვერცხი გაჭერით შუაზე. ამოაცალეთ გული და შეურიეთ გულს დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი. ჩააბრუნეთ გული კვერცხის ცილაში.მეხუთე ფენა - კვერცხი იქნება, დაალაგეთ ფარშით ქვემოთ.წაუსვით კვერცხს ზემოდან მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.გემრიელად მიირთვით!