მომზადება:ჯერ მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ხელის ზამბარით კვერცხის გული და შაქარი, დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი, კარგად აურიეთ და დაუმატეთ ფქვილი და ცხელი რძე.დადგით საშუალო ცეცხლზე და ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ გასქელებამდე. კრემი აჯობებს წინა ღამით მოამზადოთ და გააჩეროთ, რათა კარგად გაუჯდეს ყველაფერი და გასქელდეს.მოამზადეთ ორცხობილა:ათქვიფეთ მიქსერით ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქრის პუდრა. დაუმატეთ კვერცხის გული და კაკაო. კიდევ კარგად ათქვიფეთ.დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილის ნახევარი. აურიეთ კოვზით. შემდეგ დარჩენილი ფქვილიც შეაზილეთ.მოზილეთ ერთგვაროვანი, ელასტიკური ცომი და მიეცით ძეხვის ფორმა.გადაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ სახყინულეში ნახევარი საათით. შემდეგ ბასრი დანით დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.მოათვსეთ ორცხობილები პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე ერთმანეთის დაშორებით.აცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში.გააგრილეთ და წაუსვით კრემი.დააფარეთ მეორე ორცხობილა, ოდნავ დააწექით, რათა კრემი კიდეებიდან ოდნავ გადმოვიდეს. შემდეგ დანით მოასწორეთ კრემი ორცხობილის გვერდებზე.მორთეთ შოკოლადის მინანქრით ან ნებისმიერი შოკოლადის კრემით.გემრიელად მიირთვით!