ქათმისა და ლორის რულეტები "კორდონ ბლუ"
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 2 ცალი
  • ნაღები 20% - 100 მლ
  • ბეკონი ან ლორი - 150 გ
  • ყველი - 150 გ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • დაჭრილი მწვანილი - 1 ს/კ
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი

მომზადების წესები
მომზადება:
დაჭერით ყველი და ლორი თხელ ნაჭრებად. ქათმის ფულე გაჭერით სიბრტყეზე 3 ფირფიტად.
თითოეული ფირფიტა დაბეგვეთ და დაამარილეთ. ქათმის ფილეს თითოეულ ნაჭერს დაადეთ 2 ფირფიტა ლორი, მასზე კი ყველის ნაჭერი.
გადაახვიეთ რულეტად.
იმისათვის, რომ რულეტები არ გაიშალოს, დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
გაახურეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით მასზე რულეტები ყველა მხრიდან.
ჩაასხით ტაფაში ნაღაბი და დაჭყლიტეთ ნიორი. დაამატეთ მარილი და პილპილი. ხრაკეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ნაღები არ განახევრდება. გარნირად მოუხდება ბრინჯი და ბოსტნეული.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
რულეტი ქათმის ფილე ნანახია: 1312