სინაბანები - დარიჩინიანი ფუნთუშები თეთრი მინანქრით
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • თბილი რძე - 250 მლ
  • მშრალი საფუარი - 2 ჩ/კ
  • თბილი წყალი - 3 ს/კ
  • გამდნარი კარაქი - 65 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • შაქარი - 3 ს/კ
  • მარილი - 3/4 ჩ/კ
  • ფქვილი - 650 გ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • გულსართისთვის:
  • დარბილებული კარაქი - 70 გ
  • შაქრის პუდრა - 100 გ
  • ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) - 100 გ
  • რძე - რამდენიმე ს/კ

მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. პატარა ჯამში შეურიეთ რძე, წყალი, საფუარი და 1 ს/კ შაქარი. გააჩერეთ 15 წუთი.
მოზრდილ ჯამში ათავიფეთ კვერცხი, 2 ს/კ შაქარი და კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ საჭირო რაოდენობის ფქვილის ნახევარი, მარილი და ვანილის ექსტრაქტი. კარგად აურიეთ.
დაუმატეთ საფუვრიანი მასა და აურიეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ გუნდა, მოათავსეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ ფქვილი და გადააფარეთ ცელოფანი. გააჩერეთ 1 საათი თბილ ადგილას.
როცა ცომი გაფუვდება, კიდევ კარგად ჩაზილეთ, რომ გამოვიდეს ჰაერი. გააბრტყელეთ 0,5 სმ სისქის სწორკუთხედად.
გულსართისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერმთნეთში და წაუსვით ხელით ცომს. გადაახვიეთ რ ულეტად რაც შიეძლება მჭიდროდ და თანაბრად. დაჭერით 4-5 სმ სისქის ნაჭრებად. მოათავსეთ პერგამენტაფენილ ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში.
ამასობაში მოამზადეთ მინანქარი: ამისათვის მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, ნაღების ყველი და შაქრის პუდრა, დაუმატეთ რძე იმდენი, რომ მიიღეოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამოიღეთ ღუმელიდან ფუნთუშები, ოდნავ გააგრილეთ და საკონდიტრო ფუნჯის მეშვეობით წაუსვით თითოეულს კარგად მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ფუნთუშა დარიჩინი მინანქარი ნანახია: 1632