მომზადება:საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაუმატეთ შაქარი, დაახლოებით 100 გ ფქვილი და კარგად აურიეთ. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 20-30 წუთი.ამოფუებულ მასას დაუმატეთ კვერცხის გული, თბილი რძე, მარილი, ვანილის შაქარი და დარჩენილი ფქვილიმოზილეთ ცომი და სულ ბოლოს დაუმატეთ ზეთი. კარგად მოზილეთ.გადააფარეთ ცომს სუფთა ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას დაახლოებით 3 საათი. უნდა მოიმატოს მასაში 2-ჯერ.შემდეგ მოაცილეთ ცომს პატარა ნაწილები, გააბრტყელეთ ხელით, ჩაუდეთ გულში ირისის კანფეტი და მოათავსეთ ზეთწასმულ ფორმაზე.წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.გემრიელად მიირთვით!