მომზადებახორცი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად და ცხელ ზეთდასხმულ ქვაბში შევწვათ, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, წიწაკა და სტაფილო. ყველაფერი კარგად დავბრაწოთ და დავასხათ ბლენდერში ათქვეფილი პამიდორი. ჩავდოთ დაფნის ფოთოლი. თუ საკმარისი წვენი არ ექნება, შეგვიძლია გადადუღებული წყალი დავუმატოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი ბოლომდე მომზადდება. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, სუნელები და მარილი გემოვნებით.ჟურნალი "გემრიელი" (აგვისტოს ნომერი)