მომზადება: ერთ ჯამში აურიეთ ფქვილი, შაქარი და სელის ფქვილი. ცალკე ღრმა თასში შეურიეთ რძე, ვანილის ექსტრაქტი, კვერცხი, გამდნარი კარაქი და ათქვიფეთ ხელის ზამბარით. შეაერთეთ მშრალი და თხევადი მასა და ათქვიფეთ. ჩაასხით ცომი კექსების ფორმებში. დაუმატეთ ცოტაოდენი შოკოლადის ბურბუშალა ან სხვა რამ გემოვნებით. აცხვეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე.