მომზადება:გახსენით ჟელატინი შემთბარ ხილის წვენში ან ცხელ წყალში და გააჩერეთ, სანამ არ გაფუვდება.იოგურტს დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.ხილი გარეცხეთ, გაფცქვენით, გაარჩიეთ და დაჭერით.გაფუებული ჟელატინი შეურით იოგურტში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ მომზადებული ხილი და კოვზით ამოურიეთ.სასურველ ფორმაში ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და გადაიტანეთ იოგურტის მასა.მოათავსეთ მაცივარში, სანამ კარგად არ გამკვრივდება.სუფრასთან მიტანამდე გადმოიღეთ ფორმიდან და მოაცალეთ ცელოფანი.გემრიელად მიირთვით!