არაჟანში გამომცხვარი თევზი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თევზის ფილე, ნებისმიერი - 700 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • ფქვილი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 1 საშუალო ზომის თავი
  • კვერცხი 2 ცალი - მოხარშული
  • დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესები
მომზადების წესი:
დაჭერით თხელ ფირფიტებად თევზის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, დაალაგეთ თევზის ზემოდან. დაასხით არაჟანი (ნაწილი) და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.
მზა თევზი გადმოიღეთ სასურველ ლანგარზე. წვენი რომელიც შეწვისას გამოუშვა ჩაასხით ღრმა ჭურჭელში, დაუმატეთ ფქვილი და დარჩენილი არაჟანი. დადგით ცეცხლზე და ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება.
მოასხით მზა სოუსი მზა თევზს და ზემოდან გაანაწილეთ წინასწარ მოხარშული და დაჭრილი კვერცხი. გააფორმეთ დაჭრილი ოხრახუშით.
გემრიელად მიირთვით.

ტეგები:
თევზი სოუსი ნანახია: 2184