მომზადება:კარგად გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ კანიანად. გააცივეთ. როცა შეგრილდება, გაფცქვენით და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, ქუნჯუთი, მარილი, შაქარი და სანელებლები. ყველაფერი კარგად აურიეთ. გულსართი მზად არის!ცომისთვის: ფქვილში აურიეთ კურკუმა, მარილი, წყალი და ზეთი. მოზილეთ ელასტიკური ცომი , გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.შემდეგ გააბრტყელეთ ცომი 3-4 მმ სისქის ფირფიტად. გადაიტანეთ გაცივებული გულსართი და ხელით გააბრტყელეთ ცომის მთელ ზედაპირზე. გადაახვიეთ რულეტად.დაჭერით რულეტი 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად და დაალაგეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე.გაახურეთ ტაფაზე 1-2 ს/კ ზეთი და შეწვით რულეტები ყველა მხრიდან.