ფენოვანი სალათების მოყვარულთათვის: შპროტის სალათა პურის ორცხობილებით!
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შპროტი - 250 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • პურის ორცხობილები - 200 გ
  • დაკონსერვებული სოკო - 150 გ
  • ხახვი - 1 ცალი
  • ზეთი - 2 ს/კ
  • მაიონეზი - 200 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები
მომზადების წესი:
მოხარშეთ კვერცხი მაგრად, ხახვი დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში.
შპროტი ჩანგლით დააქუცმაცეთ.
ყველა ინგრედიენტი ფენებად გაანაწილეთ სასალათეში: 2 გახეხილი კვერცხი, შპროტი, ხახვი, მ აიონეზი, პურის ორცხობილები, მაიონეზი, დაჭრილი სოკო, 2 კვერცხის გახეხილი ცილა, 2 კვერცხის გახეხილი გული.
მოათავსეთ სალათ მაცივარში რამდენიმე საათით.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
სალათა შპროტი ნანახია: 938