ჩაასხით ქვაბში მაღალპროცენტიანი რძე. დაუმატეთ მაღალპროცენტიანი ხაჭო, დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ 10-15 წუთი.მოკეცეთ რამდენიმე ფენად მარლა, დააფინეთ საწურზე და გადაიტანეთ მასზე რძისა და ხაჭოს მასა.გაადნეთ კარაქი ქვაბში და ათავიფეთ მასთან ერთად კვერცხი. დაუმატეთ სოდა. დააცადეთ, სანამ შეიკვრება კვერცხი, შემდეგ კი დაუმატეთ რძისა და ხაჭოს მასა.დადგით მიღებული მასა დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიეთ, ადუღეთ 5 წუთ.როცა ყველი ნაზი ყვითელი ფერის გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან.სასურველი ფორმის ჯამაში ჩააფინეთ მარლა და ჩაასხით ყველის მასა. მოათავსეთ მაცივარში, სანამ ყველი კარგად არ გამკვრივდება.გემრიელად მიირთვით!