მომზადების წესი: გაყინული კარაქი გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 10 წუთი.შ შემდეგ გააბრტყელეთ ცომი 0,5 სმ სისქეზე და გადაიტანეთ კარაქწასმულ ფორმაში, ამოუწიეთ კიდეები. გულსართისთვის ხელის ზამბარით ათქვიფეთ ყველა მოცემული ინგრედიენტი და გაანაწილეთ ცომზე. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთი. გააგრილეთ და ცოტა ხნით მოათავსეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!