მომზადების წესი:კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად ფაფუკი, თეთრი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ვანილი, გამდნარი კარაქი, და თბილი რძე.ფქვილი გაცერით და დაუმატეთ გამაფხვიერებელი. შეურიეთ კვერცხის მასას, დაუმატეთ მარილი.ვაშლი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნაჭრებად.ფორმას წაუსვით კარაქი.ვაშლი შეურიეთ ცომში ხის კოვზით და გადაიტანეთ ფორმაში. აცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.გემრიელად მიირთვით!