მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ პილპილი, მარილი და გახეხილი ყველი. შეწვით ბლინი ორივე მხრიდან, გაჭერით შუაზე და გააკეთეთ თითოეულისგან ძაბრის ფორმის პაკეტი. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი დაჭერით ჩხირებად, ნიგოზი დაჭერით წვრილად. არაჯანში აურიეთ მდოგვი და მარილი, მოასხით სალათს და ამოურიეთ. გაავსეთ სალათით ომლეტის "რქები". მოათავსეთ თეფშზე ისე, რომ გულსართი არ გადმოიყაროს. მორთეთ მწვანილით.