მომზადება:გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.ლიმონს მოაჭერით თავი ისე, რომ დადგათ. მოაჭერით მეორე ბოლოც.დაკბილული დანის მეშვეობით ამოაჭერით თითოეულ ლიმონს რბილობი ისე, რომ მკანი არ დაუზიანოთ. შემდეგ გამოწორეთ რბილობიდან წვენი.მოათავსეთ გამოშიგნული ლიმონები გამოსაცხობ ფირფიტაზე.ცეცხლგამძლე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული, ¼ ჭიქა შაქარი, ¼ ჭიქა ლიმონის წვენი და ფქვილი. თქვიფეთ გათეთრებამდე.შემდეგ დადგით ჯამი წყლის აბაზანაზე და თქვიფეთ 8 წუთის განმავლობაში.გადმოდგით ცეცხლიდან და თქვიფეთ კიდევ 10 წუთი, სანამ მასა არ გაგრილდება.სხვა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და დარჩენილი, ¼ ჭიქა შაქარი.ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, სქელი ქაფის მიღებამდე. შემდეგ მოუმატეთ მიქსერის სიჩქარეს და თქვიფეთ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში.მიღებული მეზე შეურიეთ კვერცხის გულის მასა და აავსეთ ლიმონის კანები მიღებული მუსით.აცხვეთ 14-17 წუთის განმავლობაში, სანამ თავი არ მოებრაწება.მზა მუსს მოაყარეთ შაქრის პუდრა და ცხელ-ცხელი მიიტანეთ სუფრასთან.