ბოსტნეულის სუფი ყველის ბურთებით - საოცრად გემრიელი წვნიანი!
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 2-3 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
  • ნიახურის ბოლქვი - 1 ცალი, სურვილისამებრ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ყველის ბურთებისთვის
  • მაგარი სახეობის ყველი - 80-100 გ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 90-100 გ
  • კარაქი - 80 გ
  • დაჭრილი ოხრახუში - და კამა 1,5-2 ს/კ

მომზადების წესები
მომზადების წესი:
ყველის ბურთებისთვის გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე, დაუმატეთ კვერცხი და დარბულებული კარაქი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და აურიეთ.
დაუმატეთ ფქვილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და მოზილეთ ცომი.
მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
შემდეგ გააკაეთეთ დაახლოებით 15-20 მმ-ს ბურთები და კვლავ მოათავსეთ მაცივარში.
ქვაბში ჩაასხით 1,5-1,8 ლ წყალი. ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი ადუღებულ წყალში.
ტაფაში გააცხელეთ ზეთი, მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიახურის ფესვი და გახეხილი წტაფილო. დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა და თუშეთ 5 წუთი.
მოთუშული მასა ჩაუშვით წვნიანში, წამოადუღეთ და სათითაოდ, ფრთხილად ჩაყარეთ ყველის ცომის ბურთები.
დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ სუპი დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
წვნიანი ბოსტნეული ყველი ნანახია: 5520