მომზადება: არაჟანში გახსენით სოდა. აცადეთ, რომ ამოფუვდეს და დაუმატეთ 200 გ შაქარი. კარგად ათქვიფეთ და თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი. ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით. გაყავით ცომი 9-10 გუნდად, გააბრტყელეთ თითოეული წრის ფორმაზე და აცხვეთ სათითაოდ მშრალ ტაფაზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე. წაუსვით სასურველი კრემი და ისიამოვნეთ სახლში გამომცხვარი ტორტით.