მომზადებაცომის ყველა ინგრედიენტი ბლენდერით ან ჩოპერით დავაქუცმაცოთ, სანამ ფხვიერ მასა მივიღებთ. გუნდა გავახვიოთ ცელოფანში და შევინახოთ. ვაშლები შუაზე გავჭრათ. 24 სმდიამეტრის ფორმაში დავდოთ კარაქი და გავადნოთ. დავუმატოთ შაქრის პუდრი, ვურიოთ სანამ მასა გალღვება და კარამელის ფერს მიიღებს. დავაწყოთ ზედ ვაშლები და მოვაფრქვიოთ დარიჩინი, გამოვაცხოთ 20 წთ მაღალ ცეცხლზე. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭრათ ყალიბის დიამეტრზე და გადავაფინოთ ვაშლებს. ხელით ოდნავ დავაწვეთ ცომს, ცენტრში ჩავჩხვლიტოთ და 30-40 წთ. 200 გრადუსზე გამოვაცხოთ. ნამცხვარი თეფშხე თავდაყირა გადმოვიღოთ.ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)