მომზადებაძროხის ხორცი წვრილ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ და დავყაროთ ტაფაზე. თავდახურული ვშუშოთ მაღალ ცეცხლზე. როცა დაიბრაწება, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ცეცხლს დავუწიოთ. ხორცი რომ დარბილდება, დავაყაროთ თხლად დაჭრილი წიწაკა, დავასხათ სოიის სოუსი, მოვაყაროთ ნიორი და ჯანჯაფილი. ვშუშოთ მომზადებამდე. თეფშზე დავდოთ მოხარშული ბრინჯი, გავუკეთოთ ჩაღრმავება და შიგ მოვათავსოთ მოშუშული ხორცი. ბრინჯს მოვასხათ სოიის სოუსი და მოვრთოთ სალათის ფოთლებით.ჟურნალი "გემრიელი" (ნოემბრის ნომერი)