"შოკოლადის ზღარბი" - ტორტი ცხობის გარეშე
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 1 კგ
  • შედედებული რძე - 0,5 ლ (უფრო გემრიელი გამოდის მოხარშულით)
  • შაქრის პუდრა - 200 გ
  • არაჟანი - 150-200 გ
  • კაკაო - 3 ს/კ
  • კარაქი - 100-150 გ
  • დაფქული მიხაკი - 3-4 ს/კ
  • თხილი შოკოლადში - 3 ცალი
  • გარჩეული მზესუმზირა - 1 შეკვრა

მომზადების წესები
მომზადება:
ცომის გასაბრტელებლის მეშვეობით დაფხვენით ორცხობილა, შეურიეთ შაქრის პუდრა, კაკაო შედედებული რძე, არაჯანი და დარბილებული კარაქი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მოზილეთ ხელით და მიეცით ზღარბის ფორმა.
მზა ზღარბი ამოვალეთ დაფქულ მიხაკში და თანაბრად ჩაარჭვეთ მზესუმზირები ნემსებივით.
არაქისის შოკოლადისგან გაუკეთეთ თვალები.

ტეგები:
ტორტი შოკოლადი ნანახია: 1979