მომზადებათაფლი ჩავასხათ თუჯის ქვაბში ან ღრმა ტაფაში და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, როცა ქაფს მოიგდებს, გადმოვდგათ და ბოლომდე გავაგრილოთ. ეს პროცედურა 2-ჯერ გავიმეოროთ, მესამედ კი ვხარშოთ, სანამ შესქელდება. ცოტაოდენი თაფლი ამოვიღოთ და ჩავასხათ ცივი წყლით სავსე ჭიქაში, თუ მასა გამგრებული და მსხვრევადია, მზადაა. დავუმატოთ შაქარი, დათლილი თხილი და ავურიოთ. ვშუშოთ 1-2 წუთი, შემდეგ კი გადმოვიტანოთ წყლით დანამულ პერგამენტის ქაღალდზე და შევაგრილოთ. ჯერ კიდევ თბილი მასისგან გავაკეთოთ ბურთულები და მოვასხათ თეთრი შოკოლადი. ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)