მომზადებაქლიავის ჩირს დავასხათ ბრენდი და 1 საათით დავდგათ, რომ გაუჯდეს. იხვს შიგნიდან დაგარედან მარილი და პილპილი მოვაყაროთ, მუცელში ჩავუწყოთ ოთხად დაჭრილი ვაშლები,ქლიავი და ამოვკეროთ სამზარეულოს ძაფით. იხვი მკერდით ქვემოთ თუნუქის ფურცელზედავდოთ და ახალჩართულ ღუმელში შევდგათ. ტემპერატურას ავუწიოთ 160 გრადუსზე. 45 წუთის შემდეგ თუნუქის ფურცლის ცხიმი გადმოვწუროთ, ღუმლის ქვედა თაროზე წყლით სასეთასი დავდგათ, ამოვატრიალოთ იხვი და კიდევ 2 სთ შევწვათ. უკანასკნელი 10 წუთის მანძილზე ტემპერატურას ავუწიოთ 250 გრადუსამდე და დავბრაწოთ. იხვის ცხიმში ავურიოთ ღვინო და მოვასხათ იხვს.ჟურნალი "გემრიელი" (დეკემბრის ნომერი)