მომზადება:დარბილებულ კარაქს დაუმატეთ არაჯანი, შაქარი, მარილი და ფქვილი. მოზილეთ მაგარი ცომი.გააბრტყელეთ დაახლოებით 0,5 სმ სისქის ფირფიტა. დაჭერით 5 X 5-ზე სმ-ის კვადრატებად. წაუსვით თითოეულს ჯემი და დაკეცეთ კონვერტებად.ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ ცომის კონვერტები. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი.გააგრილეთ ჯემიანი ნამცხვრები და მოაყარეთ შაქრის პუდრა.გემრიელად მიირთვით!