თხილიანი ფუნთუშები ბებოს საიდუმლო რეცეპტით!
დრო 3წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომი:
  • ფქვილი - 1 კგ
  • შაქარი - 140 გ
  • მარილი - 2 ჩ/კ (არასავსე)
  • მშრალი საფუარი - 20 გ ან ნედლი 42 გ
  • თბილი რძე - 500 მლ
  • დარბილებული კარაქი - 150 გ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ვანილი
  • გულსართისთვის:
  • კარაქი - 50 გ
  • თხილი ან ნიგოზი - გატარებული ნიგოზი 200 გ
  • შაქარი - 80 გ
  • რძე - ცოტაოდენი
  • დარიჩინი - 1 ჩ/კ

მომზადების წესები
მომზადება:
ცომი:
დიდ ჯამში ჩაცერით ფქვილი. თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ შაქარი და ვანილი. კარგად აურიეთ.
დაუმატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ ხელის ზამბარით.
ჩაუშვით ეს თხევადი მასა ფქვილში, დაუმატეთ მარილი და დარბილებული კარაქი. მოზილეთ რბილი, ელასტიკური ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს ზომაში. სავარაუდოდ დაგჭირდებათ 2 საათი.
გულსართი:
გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, გატარებული თხილი ან ნიგოზი, დაუმატეთ იმდენი რძე, რომ მიიღოთ სქელი ფაფისებური მასა.
გააბრტყელეთ ცომი სწორკუთხედად, გაანაწილეთ მასზე გულსართი. გადმოკეცეთ ჯერ ცომის ერთი კიდე, შემდეგ - მეორე.
დაჭერით ცომი ზოლებად, დაახვიეთ სიგრძეზე სპირალისებურად და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე.
წაუსვით კვერცხის გული და გააჩერეთ თბილ ადგილას 20 წუთი.
აცხვეთ 20-25 წუთი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით

ტეგები:
ცომი ფუნთუშა გულსართი ნანახია: 19418