მომზადება:გაცერით ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი. ღრმა ჯამში ჩაასხით შედედებული რძე, დაუმატეთ კვერცხი და ათქვიფეთ მიქსერით.შეურიეთ ფქვილის მასას.მიღებული ცომი გყავით სამ თანაბარ ნაწილად.გამოაცხვეთ სათითაოდ 180 გრადუსზე, პერგამენტდაფენილ ფორმაში. თითოეულის გამოსაცხობად დაგჭირდებათ დაახლოებით 10 წუთი.ამასობაში ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა.გამომცხვარ და გაცივებულ ბისკვიტებს წაუსვით კრემი და მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით ან დაჭრილი ნიგვზით.გემრიელად მიირთვით!