მომზადება:გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ კონიაკი და ყავა. გააგრილეთ მიღებული მასა.ათქვიფეთ კვერცხი, დადგით ისიც წყლის აბაზანაზე და ისე, რომ შეუჩერებლად თქვიფოთ, დაუმატეთ შაქარი. უნდა მიიღოთ საკმაოდ ფუმფულა მასა, ამისათვის თქვიფეთ დაახლოებით 3 წუთი.ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ შოკოლადის მასა. შემდეგ კი დაუმატეთ კვერცხისა და შაქრის და კარგად აურიეთ.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომი.მოათავსეთ ნამცხვარი 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ერთი საათით.შოკოლადის დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელ, ასევე ალკოჰოლურ სასმელებთან. გემრიელად მიირთვით!