მომზადება:თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, 50 გ დარბილებული კარაქი, გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.მოათავსეთ ცომი თბილ ადგილას. როცა ცომი 2-ჯერ მოიმატებს მოცულობაში, შეგიძლიათ შეუდგეთ მის დამუშავებას.თავდაპირველად გაყავით ცომი 7 თანაბარ ნაწილად.გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი თხელ ფირფიტად და მოათავსეთ კარაქწასმულ დასაშლელ ფორმაში (20 X 25 სმ-ზე). წაუსვით გამდნარი კარაქი თხლად და მოაყარეთ ბლომად გახეხილი ყველი.შემდეგ გააბრტყელეთ ცომის კიდევ ერთი ნაწილი, დააფინეთ გახეხილ ყველზე. ამჯერად წაუსვიდ მხოლოდ გამდნარი კარაქი. ყველი არ გინდათ. დააფინეთ კვლავ გაბრტყელებული ფირფიტა, წაუსვით კარაქი, ამჯერად მოაყარეთ ყველი და გააგრძელეთ ამ თანამიმდევრობით ფენების აწყობა. თითო ფენა გამოტოვებით მოაყარეთ ყველი.ბოლო ფენას არ მოაყაროთ ყველი, არამედ წაუსვით კვერცხის გული.შემდეგ დაჭერით ღვეზელი კვადრატებად, ოღონდ არ ჩაჭრათ ბოლო ფენა. ანუ არ გააცალკევოთ.გადააფარეთ ზემოდან საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ თბილ ადგილას 20 წუთით.ამასობაში გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. შედგით ღვეზელი და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.გემრიელად მიირთვით.