შოკოლადისა და ყავის ტრიუფელები - უგემრიელესი დესერტი საკუთარი ხელით!
დრო 45წთ
ულუფა 15
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძიანი და შავი შოკოლადი - 200გ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 1/4 ჭიქა
  • მაგარი ყავა - 2 ს/კ
  • კაკაო - და თხილი მოსართავად

მომზადების წესები
მომზადება:
ჩაასხით ნაღები პატარა ჯამში, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
დაუმატეთ ნაღებს დატეხილი შოკოლადი და მოდუღებული მაგარი ყავა.
გააგრილეთ, შემდეგ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შედგით მაცივარში 40 წუთით.
ოდნავ მოხალეთ თხილი, გააცივეთ და დააქუცმაცეთ ბლენდერში.
გამოიღეთ შოკოლადის გაცივებული მასა, აიღეთ კოვზით პატარა ულუფა, გააკეთეთ ბურთი და ამოავლეთ კაკაოში ან დაფქულ თხილში.
მოათავსეთ მზა ბურთები მაცივარში, სანამ კარგად არ გამაგრდება.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
შოკოლადი ნანახია: 5349