მომზადება:გარეცხეთ და გააშრეთ კარტოფილი (კანი მშრალი უნდა იყოს). წაუსვით თითოეულ კარტოფილს ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მარილი.მოათავსეთ ღუმელში 1-1,5 საათი, სანამ კანი ოქროსფრად არ დაებრაწება.კარტოფილის ბოლომდე მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე, გაახვიეთ ფოლგაში გაუფცქვნელიი ნივრის კბილები, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაუმატეთ კარაქი და ზეითუნის ზეთი.ნახევარ საათში გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან და გააგრილეთ იქამდე, რომ შეძლოთ ხელით მუშაობა.გაჭერით კარტოფილი სიგანეზე შუაში. ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ კანი, ამოიღეთ კოვზით რბილობი და მოათავსეთ დიდ ჯამში.რბილობში აურიეთ გამომცხვარი ნიორი, არაჟნი, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი, შემწვარი ლორი, გახეხილი ყველი, აურიეთ და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.გულსართი კოვზით მოათავსეთ გაჭრილ კარტოფილს ნავებში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაადეთ თითოეულს რამდენიმე კუბიკი ცივი კარაქი.შედგით კვლავ ღუმელში და აცხვეთ კიდევ ნახევარი საათი.გემრიელად მიირთვით!