ფქვილი და საფანელი ცალ-ცალკე თეფშზე გადავიტანოთ. ფქვილს დავამატოთ მარილი და პილპილი.ავთქვიფოთ კვერცხი, რძე და დაჭრილი ნიორი. ქათმის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში.ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ქათამი ორივე მხრიდან.ბადრიჯნის ნაჭრებს მოვაყაროტ მარილი და პილპილი, შევწვატ ტაფაზე ორივე მხრიდან.ქათმის ხორცის ყოველ ნაჭერზე დავადოთ ბადრიჯანი, პამიდორი, რეჰანი და ზემოდან ყველი. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 10 წუთით, სანამ ყველი დადნება.