უნივერსალური, 5-წუთიანი ცომი პიცისთვის: გაფუებისა და მოზელვის გარეშე!
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ამ ცომით ასევე ცხვება შესანიშნავი ბაგეტის პური, ფოკაჩა და ჩაბატა.

ინგრედიენტები

  • მშრალი საფუარი - 2 1/4 ჩ/კ
  • თაფლი - 2 ს/კ ან შაქარი 1 ს/კ
  • თბილი წყალი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 2 1/2 -დან 3 1/4 ჭიქამდე
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • სიმინდის ფქვილი - ფირფიტაზე მოსაყრელად

მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. დიდ ჯამში ჩაასხით წყალი, გახსენით მასში საფუარი და თაფლი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი, სანამ საფუარი არ ამოქაფდება.
დაუმატეთ ფქვილი, ზეითუნის ზეთი და მარილი, ამოურიეთ ხის კოვზით, სანამ არ მიიღებთ ცომის მასას.
ცომი საკმაოდ მკვრივი უნდა გამოვიდეს. საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი, ან პირიქით, გაათხელეთ წყლით.
გააკეთეთ ცომისგან გუნდა ან რამდენიმე გუნდა, გააჩნია სქელ პიცას აკეთებთ, თუ თხელს.
გააჩერეთ 3-დან 5 წუთამდე, სანამ გულსართს ამზადებთ. ცომი შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში ერთი თვით. ამ შემთხვევში უნდა დაფაროთ ის ზეითუნის ზეთით.
გააბრტყელეთ ცომი სასურველ სისქესა და სიგანეზე. გაანაწილეთ მასზე სასურველი გულსართი და აცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში სიმინდის ფქვილმოყრილ ფორმაზე.

ტეგები:
ცომი პიცა გულსართი ნანახია: 1726