გოგრის უგემრიელესი დესერტი ნაღებითა და ნიგვზით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გოგრის პიურე - 600 გ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 300 მლ
  • შაქრის პუდრა - 1 ს/კ
  • ვანილი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • თაფლი - გემოვნებით
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი - 0,5 ჭიქა
  • ნიგოზი - 1 ჭიქა

მომზადების წესები
მომზადება
გოგრის პიურეშე ავურიოთ ფორთოხლის ცედრა, ვანილი და თაფლი.
შაქარი და წყალი ტაფაზე გავაცხელოთ, როცა ფერს შეიცვლის და კარამელიზაცია დაიწყება, დავუმატოთ ნიგოზი, ამოვურიოთ და ხის დაფაზე გადმოვიტანოთ. როცა გაგრილდება, საფქვავით დავფქვათ. ნაღები და შაქრის პუდრი ავთქვიფოთ. ნაღები, გოგრა და ნიგვზის მასა ფენა-ფენა მოვათავსოთ ფუჟერებში.

ჟურნალი "გემრიელია" (იანვრის ნომერი)
ტეგები:
დესერტი გოგრა ნანახია: 665