მომზადება:ხახვი დაჭერით წმინდად, სტაფილო გახეხეთ მსხვილად და მოხრაკეთ ორივე ინგრედიენტი ზეთში. დაუმატეთ თხლად დაჭრილი სოკო და ხრაკეთ 2-3 წუთის განმავლობაში.დიდ ტაფაში ჩაყარეთ წიწიბურა და მოხალეთ საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ ხის კოვზით.მოხალული წიწიბურა ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილ კარტოფილთან ერთად ადუღებულ წყალში. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და ხარშეთ დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში.შემდეგ დაუმატეთ წვნიანს მოხრაკული ბოსტნეული, დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. წვნიანი მზად არის.გემრიელად მიირთვით!