მომზადება:გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან.კვერცხის გულს დაუმატეთ ხაჭო, ვანილის შაქარი და კეფირი და ათქვიფეთ მიქსერით.ცალკე ათქვიფეთ ცილა და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი.ხაჭოსა და კვერცხის გულის მასას დაუმატეთ მანის ბურღული და ჩირები, ფრთხილად შეურიეთ ბეზე და გამაფხვიერებელი.წაუსვით გამოსაცხობ ფორმას კარაქი და მოაყარეთ მანის ბურღული.აცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.როცა ტორტი გაცივდება მოასხით შოკოლადის მინანქარი ან წყლის აბაზანაზე გამდნარი შავი შოკოლადი.გემრიელად მიირთვით!