შოკოლადის საოცარი სოუსი ბლინებისთვის და სხვა დესერტებისთვის!
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 35 გ
  • შედედებული რძე - 120 გ
  • კაკაო - 1 ს/კ
  • კარაქი - 15 გ
  • ნაღები 10% - 60 მლ

მომზადების წესები
მომზადება:
გაადნეთ კარაქი და შოკოლადი წყლის აბაზანაზე.
დაუმატეთ თანდათანობით კაკაო, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად აურიეთ.
დაუმატეთ შოკოლადის მასას შედედებული რძე, აურიეთ და ჩაასხით ნაღების ნახევარი, თან ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ნაღები და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ეს სოუსი ძალიან უხდება ბლინებს, ხილის სალათს, ნაყინს, ან უბრალოდ ფუნთუშას.

გემრიელად მიირთვით!