მომზადება:კლიარისთვის ერთმანეთში აურიეთ სახამებელი, ფქვილი, მარილი, შაქარი და გამაფხვიერებელი. თანდათანობით შეურიეთ ზეთი და ოთახის ტემპერატურის წყალი, თან შეუჩერებლად ურიეთ.უნდა მიიღოთ არც ის თხელი ცომი! დაუმატეთ ქუნჯუთი, აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთი მაცივარში.ქამა სოკო გაწმინდეთ სველი ჩვრით, გაფცქვენით (არ გარეცხოთ!) და დაჭერით თხელ ნაჭრებად.ქამა სოკოს თითოეული ნაჭერით ამოავლეთ კლიარში, აცადეთ ჩამოიღვენთოს ზედმეტი ცომი და ფრთხილად ჩაუშვით გახურებულ ზეთში.2 წუთში ქამა სოკო ამოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდან. მზა სოკო გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი!გემრიელად მიირთვით!