ტორტი 20 წუთში იულია ვისოცკაიას რეცეპტით
დრო 20წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია"), შოკოლადის - 300 გ
  • კრემისთვის:
  • ხაჭო - 250 გ
  • არაჟანი - 250 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ჟელატინი - 1 ს/კ
  • წყალი - დაახლოებით 75 მლ
  • მოსართავად:
  • შავი შოკოლადი

მომზადების წესები
მომზადება:
ალბათ ამ რეცეპტში ყველაზე რთული ის არის, რომ წაიკითხოთ ფხვიერი ნამცხვრის შემადგენლობა და შეარჩიოთ ყველაზე ნატურალური: ხელოვნური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე!
ასევე დაგჭირდებით: სოწრკუთხედი, მაღალბორტებიანი ფორმა.
მოამზადეთ ჯერ კრემი:
თავდაპირველად დაალბეთ ჟელატინი წყ ალში რამდენიმე წუთით. გაფუებული ჟელატინი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. ჟელატინი ძალიან სწრაფად გაიხსნება. არ აადუღოთ. გადნება თუ არა, მაშინვე გაწურეთ და გააგრილეთ.
დააბლენდერეთ ხაჭო, არაჟანი და შაქარი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, ნაზი მასა.
ჩაასხით ხაჭოს მასაში ჟელატინი და ათქვიფეთ. მიიღებთ თხელ კრემს.
ახლა ააწყვეთ ტორტი: ფორმაში ჩაალაგეთ კაკაოს ნამცხვარი ისე, რომ დაფაროთ მთელი ფსკერი, დაასხით კრემი. შემდეგ დაალაგეთ შემდეგი ფენა ნამცხვარი და დაასხით ისევ კრემი. ასე გაიმეორეთ კიდევ ერთხელ. შედეგად უნდა გააკეთოთ 3 ფენა ნამცხვარი და 3 ფენა კრემი.
გადააფარეთ ფორმას საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ რამდენიმე საათით მაცივარში. აჯობებს მთელი ღამით.
როცა ტორტი კარგად გაცივდება, გამოიღეთ მაცივრიდან და მორთეთ გახეხილი შოკოლადით. სულ ეს არის!
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ტორტი კრემი ფხვიერი ნამცხვარი ნანახია: 10094