მომზადება: გარეცხეთ წიწაკა, გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლისგან. ნიორი გაარჩიეთ, ქინძი გარეცხეთ და გააშრეთ. ყველაფერი დაჭერით მსხვილად. დანაყეთ ხმელი ქინძი და მარილი ერთად. წიწაკა, ნიორი და ქინძი გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ ხმელი ქინძისა და მარილის დანაყილი მასა, აურიეთ და გაანაწილეთ ქილებში. ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.