მომზადება:გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.დააფინეთ ფოლგა მაგიდაზე და დააფინეთ ზეთ პერგამენტის ქაღალდი.ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი და შაქარი. დაუმატეთ დაჭრილი ცივი კარაქი.ხელით ასრისეთ ფხვიერი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გარეცხილი ქიშმიში და კვლავ აურიეთ.ჭიქაში ერთმანეთში აურიეთ ვანილის ექსტრაქტი და 75 მლ ცივი წყალი, ჩაასხით ფქვილის მასაში და დანით აკეპეთ. სწრაფი მოძრაობით მოზილეთ ცომი. თუ საწირო იქნება, დაუმატეთ ცოტაოდენი ცივი წყალი.გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე დაახლოებით 20 X 28 სმ-ის ფირფიტად.წაუსვით ცომს ჯემი ისე, რომ კიდეებთან 2 სმ ცარიელი ადგილი დატოვოთ. გადაახვიეთ რულეტი და გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე, რომლის ქვემოთაც ფოლგაა გაშლილი. გადაახვიეთ რულეტი ქაღალდში მჭიდროდ, შემდეგ ფოლგაში - შეუკარით კიდეები, რათა წყალი არ მოხვდეს შიგნით.ღრმა გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ ცხაური, ზემოდან დადეთ გახვეული რულეტი. ჩაასხით ფორმაში ცხელი წყალი ნახევრამდე, გადააფარეთ მთლიანად ფორმას ფოლგა და მოათავსეთ გახურებულ ღუმელში 1 სთ და 45 წთ-ით.შემდეგ ფრთხილად გამოიღეთ ფორმა ღუმელიდან, მოხსენით ფოლგა და გადაიტანეთ რულეტი დაფაზე.დაჭერით და სუფრასთან მიიტანეთ ათქვეფილ ნაღებთან, ვანილის ნაყინთან ან კლასიკურ ნაღების სოუსთან ერთად.