თურქული ყავა ფორთოხლის არომატით
დრო 15წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

აღმოსავლურად მოდუღებულ ყავაში იშვიათად უმატებენ ალკოჰოლს: სავარაუდოდ, მუსულმანური, რელიგიური აკრძალვების გამო. მაგრამ მაინც ზოგიერთ რეცეპტში მაინც დომინირებს ალკოჰოლი ყავისთვის მეტი სიმძაფრის მისაცემად.

ინგრედიენტები

  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 1 ს/კ
  • თურქულად მოდუღებული ყავა - 125 მლ
  • კონიაკი - 30 მლ
  • ფორთოხლის ცედრა - მწიკვი, ან ფორთოხლის ესენცია 1-2 წვეთი

მომზადების წესები
მომზადება:
მოხარშეთ ყავა თურქულად, დაატკბეთ გემოვნებისამებრ.
ათქვიფეთ ნაღები ჰაეროვანი ქაფის მიღებამდე.
დაასხით ყავა ფინჯანში საწურის მეშვეობით, დაუმატეთ კონიაკი, ფორთოხლის ცედრა ან ესენცია, მოურიეთ.
ზემოდან დაადეთ ათქვეფილი ნაღების მასა.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ფორთოხალი ნაღები ყავა ნანახია: 2813