დაწნული სამარხვო ფუნთუშა
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სამარხვო კარაქი (მცენარეული მარგარინი) - 150 გ
  • ზეთი - 50 მლ
  • წყალი - 600 მლ
  • შაქარი - 250 გ
  • საფუარი - 2 ს/კ
  • ფქვილი - 1 კგ
  • ვანილი

მომზადების წესები
მომზადება
საერთო რაოდენობიდან ავიღოთ ცოტა თბილი წყალი, ჩავყაროთ საფუარი და დავდგათ
10 წთ. გავადნოთ მარგარინი, დავუმატოთ ზეთი, შაქარი, წყალი და ვანილი. შევურიოთ საფუვრიანი მასა, დავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. როდესაც ამოფუვდება ზეთიანი ხელებით ამოვიღოთ პატარა გუნდები, დავაგრძელოთ და დავწნათ ან უბრალოდ მივცეთ სასურველი ფორმა. ზემოდან გადავუსვათ შაქრიანი წყალი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წთ.

ჟურნალი "გემრიელია" (მარტის ნომერი)
ტეგები:
სამარხვო ცომი ფუნთუშა ნანახია: 3321