ტორტი "ფორთოხალი" ცხობის გარეშე - ყოველთვის იდეალური გამოდის!
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი 20% - 700 გ
  • კრეკერები - მიხაკით, 300 გ
  • ჟელატინი - სწრაფადხსნადი, 25 გ
  • მზა ჟელე პაკეტში - ნარინჯისფერი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა

მომზადების წესები
მომზადება:
ჟელატინი გახსენით 150 მლ ცხელ წყალში. გააგრილეთ.
გახსენით ფერადი ჟელე ინსტრუქციის მიხედვით 300 მლ ცხელ წყალში. გააგრილეთ.
კრეკერები დაამტვრიეთ.
ფორთოხალი დაჭერით და მოათავსეთ ქვაბის ფსკერზე, დაასხით ჟელე. მოათავსეთ მაცივარში.
ჯამში ჩაასხით არაჟანი, დაუმატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ გაგრილებული ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ.
არაჟნის მასიან ჯამში ჩაყარეთ დამტვრეული კრეკერები და კარგად აურიეთ.
დაასხით არაჟნისა და კრეკერების მასა უკვე გამაგრებულ ფორთოხლებიან ჟელეს და მოათვსეთ მაცივარში სანამ კარგად არ გამაგრდება.
მზა ტორტი ქვაბიანად ჩადგით რამდენიმე წამით ცხელწყლიან ჯამში, რათა მარტივად გადმოვარდეს ფორმიდან და გადმოიტანეთ გაშლილ თეფშზე.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ტორტი ფორთოხალი ჟელე ნანახია: 4248