მომზადება: ათქვიფეთ კვერცხი 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ კერიფი, კარაქი და კარგად აურიეთ. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. ცომის 2/3-ს მეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად. თითოეული ცომის ნაჭერი დაამრგვალეთ. დანარჩენი ცომისგან გააკეთეთ წვრილი ძეხვი და ისიც დაჭერით თხელ ნაჭრებად. თითოეულ ცომის ბურთს მიაწებეთ 2 ცალი ცომის მოგრძო ნაჭერი, რათა მიიღოთ ბაჭიას ყურები. ქიშმიშისგან გაუკეთეთ თვალები. მოათავსეთ ფიგურები პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, წაუსვით ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ 1 ს/კ შაქარი. აცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი. გემრიელად მიირთვით!