მომზადება:თითოეული ალუბალი 5-6 ადგილას ჩაჩხვლიტეთ კბბილის ჩხირით და მოათავსეთ ჯამში. მოასხით კარგად რომი, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.დაამტვრიეთ შოკოლადი დაუმატეთ ნაღები და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე.ფრთხილად აიღეთ ალუბალი ყუნწით და ჩადეთ გამდნარ შოკოლადის მასაში, შემდეგ მოათვსეთ სილიკონის საფენზე.გააჩერეთ, სანამ შოკოლადი კარგად არ გამაგრდება და მიიტანეთ სუფრასთან.არ დაგავიწყდეთ სტუმრების გაფრთხილება, რომ "კანფეტს" კურკა აქვს...