ყველაზე უჩვეულო და ლამაზი სააღდგომო დესერტი
დრო 15წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგლისსა და აშშ-ში აღდგომასჩიტების ან ბაჭიების ფორმის  სხვადასხვა ფერის მარშმელოუებს ყიდიან და მას  „Peeps“ წოდებენ. ამ დესერტში ქვემოთ შოკოლადია, შუაში ნაღები, ზემოდან კი ფერადი მარშმელოუ.

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 %-38% - 1/2 ჭიქა
  • შოკოლადის ჩიფსი/დრაჟე - ან დამტვრეული შოკოლადის ფილა, 2 ჭიქა
  • პატარა ზომის მარშმელოუ - 3-5 შეკვრა
  • კრეკერები - სუფრისთვის

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე.

ნაღები შეათბეთ 30 წამის განმავლობაში წყლის აბაზანაზე ან ქვაბშივე საშუალო ცეცხლზე.

საშუალოდ ღრმა ფორმაში გაანაწილეთ შოკოლადის დროპსი ან წვრილად დამტვრეული ფილა და დაასხით ნაღები. ზედა ფენად დაალაგეთ მარშმელოუ.

აცხვეთ 8-10 წუთი სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.

მზად არის! სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი კრეკერებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 3041