თავდაპირველად გააკეთეთ ყველის კალათა. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი, დააფინეთ საცხობ ფირფიტაზე და მიეცით 10-15 სმ დიამეტრის წრის ფორმა. გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე და დაადნეთ ყველი. დააცადეთ გაგრილება. თბილი ყველის ფირფიტა დააფარეთ ამობრუნებულ ჭიქას და მიეცით ლარნაკის ფორმა. შედგით მაცივარში. გაასუფთავეთ კალმარები, გარეცხეთ, მოხარშეთ 3 წთ-ის განმავლობაში. დაჭერით. მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით. ასევე დაჭერით კიტრიც. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, უქენით მარილი და მაიონეზი. სალათა ყველის კალათზე გადაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!