კოქტეილი „ორისთვის“
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

განსაკუთრებულად რომანტიკული განწყობის შესაქმნელად

ინგრედიენტები

  • შოკოლადის ლიქიორი - 50 მლ
  • ბანანის ლიქიორი - 50 მლ
  • ფორთოხლის ლიქიორი - 20 მლ
  • ნაღები 35 %-38% - 50 მლ
  • პიტნა - 2 ღერი

მომზადების წესები

შეიკერში ჩაასხით შოკოლადის, ბანანის და ფორთოხლის ლიქიორი.

დააფარეთ შეიკერს თავსახური და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. ჩამოასხით ჭიქებში.

პატარა ჯამში ათქვიფეთ ნაღები ხელის ზამბარით სქელი მასის მიღებამდე. გაანაწილეთ კოქტეილზე, მორთეთ პიტნის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 2024